понедельник, 11 июля 2011 г.

დრომ დროით



სასწაულების ყოველთვის მჯეროდა,
გაფანტულ ოცნებებსაც მძივებად ვალაგებდი,
მოლოდინი მქონდა რომ ასრულდებოდა
დროს ველოდებოდი, დროს ვაკვირდებოდი.
ერთხელაც გამიბრაზდა, ისე მოიღრუბლა
დრომ იუკადრისა გამოცდის მოწყობა
რისი დრო მქვიაო, თუ ვერ ვუპასუხე,
ვის რა მივაგოო დამსახურებულად.
დრო ხომ გიჟია,დრო გადარეული
მოუდრეკელი, და თან გამფრინვალე
ყველაფერს იტევს, ყველაფერს იმახსოვრებს
ჩვენ ვერ გაგვიგია მისი მატიანე