пятница, 4 марта 2011 г.

ამბიცია თუ ატროფია

რა უწყინარი სიტყვაა, არადა  წამოსაძახებელის შინაარსი რომ შეითავსა ბოლო დროს?! „რა ამბიციური ადამიანია“ ისე ხშირად გაიგონებ შენს გვერდით მჯდომზე, მდგომზე, ჩამრებზე და საკუთარ თავზეც. ვისაც არ უნდა  გაუკვირდეს, სულაც არ ვარ წინააღმდეგი ადამიანთა იმ კატეგორიისა რომლებსაც ამბიციურობა ახასიათებთ,ან სწამებენ. თუ კი შეუძლია საკუთარი თავის ისე რეალიზება  რაზეც პრეტენზია აქვს,  თავისთავად მისასალმებელი არ უნდა იყოს? მე ამას წარმატების მისაღწევად უფრო მიზანდასახულობას და შესაძლებლობების ზუსტ რეალიზებას დავარქმევდი. სულ სხვა თემაა ისეთის ამბიციურობა, არც შესაძლებლობა და ამ კონკრეტულ სიტყვაში ვგულისხმობ ყველანაირ შესაძლებლობას, განსაკუთრებით გონებრივს. არც პრინციპულობა გააჩნია საამისოდ, არადა ამბიციურია და თანაც რა გაქანების. ასეთები მუდამ ეიფორიაში არიან, რეალობის შეგრძნება ხომ საერთოდ დაკარგული აქვთ. იარაღად მომარჯვებული აქვს მიმბაძველობა  და სახეზე გასაცოდავებული ღიმილი. ინდივიდი, რომელსაც ჰგონია, რომ წიგნიერია, სჯერა, რომ ვინმეს სჭირდება, ეიმედება, რომ შემდგარია და... ჯერ  ხტება და ჰოპლას მერე იძახის. ხელმოცარული ქვია წესით ასეთებს,  რომ არა ერთი ფრიააად ანგარიშგასაწევი დეტალი. ძალად  აქალებენ და აკაცებენ. ათრევენ ასე კალთაზე გამოკიდულებს მთელი ცხოვრება და ტენიან ისეთ ადგილებში, სადაც შესატენადაც ხელი მიუწვდებათ. აბა თუ დაფიქრდებიან იმაზე, რომ არანაირ საჭიროებას და აუცილებლობას მათი იქ ყოფნა არ წარმოადგენს. არც იმის სირცხვილი აქვთ შეტენილები რომ ქვიათ. . გამოვა მერე ასეთი საზოგადოებაში და  აგიწევს ცხვირს. ისე საკუთარი ცხვირების გარდა რამის დანახვის უნარი რომ ჰქონდეთ  მარიონეტები არ იქნებოდნენ მაშინ. პროტესტს  რა იწვევს იცი ჩემში? - ამნაირების დაჩემებული გრაციოზულობა,  ეფემერულობა და ფსევდო კონცეფციები.ამათზე საუბარს უნდა მოაყოლო ალბათ გამოთქმა: „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები ვითომ კაი ტიპებისგან“.